ვითიბი ბანკი


2011 წელს ვითიბი ბანკში დაინერგა ახალი, მოქნილი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული საკრედიტო პროდუქტები: სწრაფი ავტოსესხი, ექსპრეს იპოთეკა, უნივერსალური იპოთეკა.
10 ნოემბრიდან ვითიბი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ანაბრების უპრეცედენტო აქცია – ანაბარი იავნანა. აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და მომხმარებელმა, რომელმაც 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნა ანაბარი იავნანა, არსებულ საპროცენტო სარგებელთან ერთად დამატებით მიიღო 1%, ხოლო +1% ბანკის მიერ გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" მიუსაფარ ოჯახთა დასახმარებლად.
12 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართა აქცია – სესხები საშუალო ბიზნესისთვის 12%–ად. აქციის პერიოდში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ზუსტად 12%–ს შეადგენდა. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებდა სესხის მთელი ვადის განმავლობაში.
წლის განმავლობაში გარემონტდა და ბანკის კორპორატიულ სტილში გაფორმდა ქუთაისის, მარნეულის, ფოთის, რუსთავის ფილიალები და თბილისის ცენტრალური ფილიალი. 6 ივლისს, გ. ჭანტურიას #14–ში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული ვითიბი ბანკის ახალი სათავო ოფისი.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings–ის 4 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით ვითიბი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “BB-“-ით განისაზღვრა, პროგნოზი „სტაბილური“ შეიცვალა პროგნოზით „პოზიტიური“.
4 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად „ხადორ 2“–ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ვითიბი ბანკი გასცემს სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთით. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ბანკებს შორის ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KFW) შორის გაფორმებული იმ დოკუმენტის თანახმად დაიდო, რომელიც მცირე ჰესების გასავითარებლად საქართველოსთვის გრანტის სახით 5.1 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
20 სექტემბერს, ქუთაისში, ვითიბი ბანკსა და ქუთაისის დრამატულ თეატრს შორის 2 წლიანი პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობა ძირითადად ითვალისწინებს ბანკის მიერ თეატრის  სარემონტო სამუშაოების დაფინანსებას. კერძოდ, ამ პროექტისთვის ვითიბი ბანკმა 1.650 000 ლარი გამოყო.
10 ოქტომბერს ვითიბი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ერგბ-მ  ვითიბი ბანკს გამოუყო საკრედიტო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. სესხის მოცულობამ შეადგინა 7 მილიონი აშშ დოლარი.
26 ოქტომბერს, ეროვნულ გალერეაში, გაიმართა ნახატების გადაცემის ცერემონია. კერძოდ, ვითიბი ბანკმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა მის ფლობელობაში არსებული გიგო გაბაშვილის ნამუშევარი „მამაკაცის პორტრეტი“ და მარტირო სარიანის ნამუშევარი "ქალიშვილის პორტრეტი", შესრულებული 1945 წელს.
2011 წლის  ფინანსური  მონაცემებით ბანკის აქტივები 26.6%-ით გაიზარდა და  429 მლნ ლარი შეადგინა;
საკრედიტო პორთფელი 31,2%–ით გაიზარდა და 304 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის ყველაზე სწრაფად ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 47,2% –ით გაიზარდა; იპითეკუი სესხები – 241.6%–ით გაიზარდა; საოპერაციო მოგება გაიზარდა  53.2%–ით და 19 მილიონ ლარს გადააჭარბა;
უკუგება მთლიან აქტივებზე (ROA) - 2.7%-ს შეადგენს,  ხოლო უკუგება საკუთარ კაპიტალზე (ROE) - 15.6%-ს;
ბანკის მოგებამ შეადგინა 10,2 მილიონი ლარი.

                               წყარო: http://ge.vtb.ge/about/history/

No comments:

Post a Comment