პროკრედიტ ბანკი


პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული სრული სპექტრის მომსახურების ბანკი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს როგორც კერძო პირებს, ასევე საწარმოებს. ჩვენი საქმიანობისას ვიცავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს: უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობას, არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე და უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც ჯანსაღ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება და თითოეული კლიენტის მდგომარეობაზეა მორგებული. საბანკო საქმიანობისადმი ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა ხელს გვიწყობს ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაში, რაც ორმხრივ ნდობას ეფუძნება.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, რადგან გვჯერასწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კერძო პირებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი ანაბრებისა და სხვა მომსახურების შეთავაზებით  და ფინანსურ განათლებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთხელი შევუწყოთ დაზოგვისა და პასუხისმგებლობის კულტურას, რაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა. 
ჩვენი აქციონერები საკუთარი ინვესტიციებისაგან გრძელვადიან სტაბილურ შემოსავლებს ელიან, მაგრამ მათიძირითადი ინტერესი მოკლევადიანი მოგების მიღების მაქსიმიზაცია არ არის. ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებსდებს კადრების მომზადებასა და განვითარებაში, რათა შექმნას სასიამოვნო და ეფექტიანი სამუშაო გარემო, ხოლოკლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად მეგობრული და კონკურენტუნარიანი მომსახურება. 




                                                                                 წყარო: http://www.procreditbank.ge/index.php?item_id=15&component=STATIC_CONTENT&menu_id=14


http://www.youtube.com/watch?v=XzL1tmhLHp8

No comments:

Post a Comment